-
2015-12-03 05:01
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სირიაში დაეშის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩაბმის მომხრე იყო, აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლებელია სირიის პრობლემის მოგვარება.
ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევაცაა საჭირო. მისის თქმით, მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი არსებობს, ვისაც სირიაში ომის დასრულება შეუძლია და ეს ადამიანი რუსეთის პრეზიდენტია:
„მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი არსებობს, რომელსაც შეუძლია, წერტილი დაუსვას ამ სიგიჟეს. ეს მაშინ მოხდება, თუკი ბატონი პუტინი აიღებს ყურმილს, დაურეკავს ასადს და ეტყვის მას, რომ თამაში დამთავრებულია. როცა მთავარი მომენტი დადგება, მე მწამს, რომ ასეც მოხდება“, - დაამატა ბრიტანელმა დიპლომატმა.