აშშ-ის პოლიციის წარმომადგენელი: სროლის დროს არანაკლებ 14 ადამიანი დაიღუპა

Image

აშშ-ის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეროლდ ბურგუანმა განაცხადა, რომ კალიფორნიის შტატში, სან-ბერნარდინოს ოლქის  სოციალური დახმარების ცენტრში გახსნილი ცეცხლის შედეგად არანაკლებ 14 ადამიანი დაიღუპა, ამდენივე დაჭრილია. 

 

ჯერჯერობით დაუდგენელი ორი ან სამი პირი სოციალური დახმარების ცენტრს თავს დაესხა და იქ მყოფ პირებს ცეცხლი, წინასწარი ინფორმაციით, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებიდან გაუხსნა, რის შემდეგაც ადგილიდან მანქანით სამივე მიიმალა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ეს იყო ტერაქტი.

 

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტი, შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე მესანგრეები მუშაობენ, რათა გაარკვიონ, ხომ არ არის იქ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

 

განახლებულია 02:29:46

 

თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თავდამსხმელები სამხედრო ფორმაში იყვნენ ჩაცმული, ერთს მათგან ჯავშანჟილეტი ეცვა და ხელში შაშხანა ეჭირა, დანარჩენებს კი - ავტომატები. თავდასხმის დროს შენობაში 30-დე ადამიანი იმყოფებოდა. სროლის დაწყების შემდეგ ისინი გოლფის მოედნისკენ გაიქცნენ, რამაც მათი მიზანში ამოღება გაადვილა. სწორედ ამით აიხსნება, რომ 14 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ასევე, თვითმხილველთა ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელებმა ტერიტორია GMC Yukon ჯიპით დატოვეს.

 

 

განახლებულია: 04:31:27

 

 

 

ამ დროისთვის პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი, ერთი კი დაკავებულია. ძალოვნები მესამე თავდამსხმელს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან შავი ჯიპით მიიმალა. თავდასხმის მოტივები ამ დრომდე დაუდგენელია. საბოლოო ინფორმაციით, სროლის დროს 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი, თავდაპირველი ცნობის მიხედვით, 14 იყო და 17-დე გაიზარდა.

 

 

დაწვრილებით თავდასხმის შესახებ ამ ბმულზე

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !