-
2015-12-04 19:45
რუსმა ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც სისტემა "პლატონ"-ს (გადასახადი წონის მიხედვით) აპროტესტებენ, გადაკეტეს მოძრაობა მოსკოვის წრიულ ხაზზე. ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა,რომ დაწვავს თავის სატვირთო მანქანას წითელ მოედანზე, თუკი გადასახადების ახალ სისტემას არ გააუქმებენ.
შედეგად, მოსკოვის ჩრდილოეთში, ლენინგრადის გზატკეცილის რაიონში წარმოიქმნა 10-კილომეტრიანი საცობი - იქ მანქანები სამ მწკრივად დგას. რუსეთის დედაქალაქის პოლიციას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
თვითმხილველთა ცნობით, დაახლოებით 10 სამხედრო მანქანა პოლიციელების თანხლებით უახლოვდება მოსკოვის წრიულ გზას ჩრდილოეთის მხრიდან.
მაკა მალაზონია
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26