
„ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მჯდარი მამაკაცი აბანოთუბანთან, სავარაუდოდ, სხვა მანქანიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული აზერბაიჯანის მოქალაქე იყო და რუსეთში იძებნებოდა იქ ჩადენილი რამდენიმე მკვლელობისთვის.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სამი გასროლის ხმა გაიგეს. მანქანაში მყოფი მამაკაცი, სავარაუდოდ, ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი გამვლელებმა აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს. მანქანას ნატყვიარი გარედანაც ეტყობა.