საბურთალოზე რუსეთის მოქალაქეს სამმა პირმა სცემა. დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას, რომელსაც შსს-ში ადასტურებენ, "კვირა" ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე ძარცვის მუხლითაა აღძრული. რუსეთის მოქალაქეს სადარბაზოში დახვდნენ. კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქემ სამედიცინო დაწესებულება დღესვე დატოვოს.