-
2017-09-08 16:04
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, ცენტრალური ბაზრის შესავლელთან სისხლიანი გარჩევა, რომელსაც თან სროლაც ერთვოდა, ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმშია გადაყვანილი.
ინფორმაციით, რომელსაც ოკუპრებული აფხაზეთის ე.წ. შსს ავრცელებს, ტყვარჩელში მცხოვრებ ძმებ მინაიებსა და რამდენიმე ადგილობრივს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ძმებმა მინაიებმა ადგილი დატოვეს, თუმცა, მალევე დაბრუნდნენ და ბაზრის შესასვლელთან შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ერიკ ლაკირბაია და დიმიტრი ხაშბა მძიმედ დაიჭრნენ.
ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ლაკირბაიას გადარჩენა ვერ მოახერხეს, ხოლო ხიშბა სოხუმში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვად სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა, ხოლო მეორე დღეს, დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისი კუთვნილი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა კონფლიქტის ერთერთმა მონაწილემ თემურ მიანაიამ. მან სიცოცხლე თავში გასროლით მოისწრაფა.
იური პოპკოვის ფოტო