-
2017-07-06 00:22
თემქაზე, ზღვის უბანში, მეორე მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან ახლოს, დაუდგენელმა პირებმა დაკეტილ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და გაქურდეს.
როგორც "ოლმედია" თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, ქურდობა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. სახლიდან წაღებულია ვერცხლის სერვიზი, 1000 ლარამდე თანხა და ტელევიზორი.
ქურდობა, სავარაუდოდ, ღამის საათებში, მაშინ მოხდა, როცა ბინაში არავინ იმყოფებოდა - სახლში დაბრუნებულ ოჯახის ერთერთ წევრს კარი ღია დახვდა, ბინა კი არეული, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

