
თურქეთში ქართველი ემიგრანტის გივი მაჩაიძის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოკლულის ოჯახის წევრებს აქვთ.
,,არაფერი ვიცით, იმის გარდა, რომ მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. თურქეთში მუშაობდა და ფულის ასაღებად იყო წასული. ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს.
როგორც ვიცი შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ვითხოვთ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ დაკავებულს.
არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი ქართველი იყოს გარეული. თურქეთიდან გარდაცვლილს დღეს გადმოასვენებენ“, - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ მიხეილ მაჩაიძემ.