„გვინდა სამართლიანობის აღდგენის ყინული დაიძრას, ამისთვის არ კმარა არც ვანო და არც გიგი, არც ბაჩანა, საჭიროა „ყველანი ციხეში!“, განურჩევლად ყველა... მაშინ მოვისვენებ მე პირადად“, - ამბობს „ახალი თაობის“ წარმომადგენელი ლადო სადღობელაშვილი „ალიასთან“ საუბარში.
„ალიასთან“ ინტერვიუში პეტრე მამრაძე ადასტურებს, რომ „მაიდნის გეგმა“ ნაციონალებმა ორი წლით გადასწიეს. მისი თქმით, თუ არჩევნები ვერ მოიგეს, ნაციონალები მას გაყალბებულად გამოაცხადებენ და ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ, ხოლო სააკაშვილი ხელისუფლებაში პრემიერმინისტრის რანგში დაბრუნდება.
უკრაინას მრავალმილიონიანი დიასპორა ჰყავს, მაგრამ პოროშენკომ ამ რესურსის გამოყენებაზე უარი თქვა და საკვანძო თანამდებობებზე სააკაშვილის გუნდის წევრები წაიყვანა, ამიტომ მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი რეფორმატორი იყო და აქ დემოკრატიას აშენებდა -
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ირაკლი ალასანიას მხრიდან პასუხის გაცემას ითხოვს ხუთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომლებშიც, მისი თქმით, სწორედ ალასანიას ხელი ურევია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბორჯომში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას "ფეისბუქში" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სასტუმროს მშენებლობა 2012 წელს, პრაქტიკულად, დამთავრებული იყო.
ISIS-ის ბოევიკი, ბათუმელი რადიკალი მუსლიმი 27 წლის თამაზ ჭაღალიძე, იგივე აჰმედ ჭაღალიძე, რომელიც სირიაში და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, საქართველოს ყოფილი და ახალი მთავრობის წევრებს, ასევე სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართავს.
რუსეთის პატრიარქ კირილს შეუძლია, ქართველი სამღვდელოება შეუშვას აფხაზეთში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, ის ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. ამიტომ რუსეთის საპატრიარქოც ოკუპანტია, - ამის შესახებ მამა მიქაელ ასათიანმა "ტაბულასთან" სტუმრობისას, გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე" განაცხადა.
გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც გოჩა კეკენაძე ამბობს, რომ თამაზ თამაზაშვილი თბილისში დატრიალებული ძმათამკვლელი ომის დროს კოლხურ კოშკს იცავდა, იბერიულ-კავკასიური მოძრაობის გამგეობის წევრი ზაზა გაბედავა მოსკოვიდან ეხმიანება და წერს, რომ თამაზაშვილი იმ დროს კოლხურ კოშკში არ ყოფილა.
„პირველი არხის“ ეთერში, ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში :“მშვიდობით, იარაღო!“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს აშშ-სა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერა, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს, ამიტომ, მათთან ერთად, რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
სსრ კავშირის სუკ-ის გენერალი ოლეგ კალუგინი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, იხსენებს რა უშიშროებაში გატარებულ წლებს, ამბობს, რომ საბჭოთა ინტელიგენციის 90%, სსრ კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკაში უშიშროებისთვის მუშაობდა.