„კოლხურ კოშკში თამაზაშვილი არ ყოფილა... ვისი დავალებით წერს კეკენაძე, რომ იყო?“

Image

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც გოჩა კეკენაძე ამბობს, რომ თამაზ თამაზაშვილი თბილისში დატრიალებული ძმათამკვლელი ომის დროს კოლხურ კოშკს იცავდა, იბერიულ-კავკასიური მოძრაობის გამგეობის წევრი ზაზა გაბედავა მოსკოვიდან ეხმიანება და წერს, რომ თამაზაშვილი იმ დროს კოლხურ კოშკში არ ყოფილა.

 

„ბატონ გოჩა კეკენაძეს მინდა მივმართო: მე ვიცი დანამდვილებით, რომ კოლხურ კოშკში არ ყოფილა თამაზ თამაზაშვილი და იქნებ გვითხრათ, ვისი დავალებით წერთ ამას ბატონო კეკენაძე? იქნებ ირაკლი ურუმბეგაშვილისთვის და ზაზა ბურჯანაძისთვისაც გვეკითხა, ვინ იცავდა კოლხურ კოშკს!!!

 

ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ბიჭები, ვინც მართლა სისხლის ფასად იცავდნენ კოლხურ კოშკს. ჰოდა, თუ სიმართლე გინდათ, კარგი იქნებოდა რომ კეკენაძეს ეთქვა - საერთოდ ის სად იყო 1992 წლის 1- 6 იანვარს? ასე რომ, ეგ ზღაპრები მოუყევით ვინმე სხვას...

 

პირადად მე კოლხურ კოშკში არ ვყოფილვარ, ბატონი ზვიადის დავალებას ვასრულებდი და ზუგდიდში ვიყავი, მაგრამ ვინც კოშკში იყვნენ, ჩემი მეგობრები არიან და მათგან ვიცი: კოშკში თერჯოლის პრეფექტი აჩიკო მაკარიძე იყო და ზესტაფონელი, აწ გარდაცვლილი ჟანრი საყვარელიძე, პროდუქტებით კი მიშა დათაშვილთან ერთად ისან-სამგორის პრეფექტები ეხმარებოდნენ კოშკის დამცველებს, რომლებიც შემდგომ მაგრად აწამეს...

 

ინტერვიუ იმათგან აიღონ, ვის კისერზეც გადაიარა ყველაფერმა ამან ... ისიც თქვან , „ხლებნი პლოშადზე“ ჩაცხრილულ იკარუსებში ვინ იყვნენ ის ხალხი ვინც კოშკს იცავდნენ ... ბევრი მათგანი ცოხალია ... მოძებნონ და და ინტერვიუ იმათგან აიღონ, რატო იღებენ ინტერვიუს იმ ხალხისაგან, ვინც იტყუება, არ მესმის...“, - ამბობს ზაზა გაბედავა.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !