მიხეილ სააკაშვილი "ივანიშვილის პრემიერის" მიერ ბორჯომში RIXOS-ის გახსნას გამოეხმაურა

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბორჯომში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას "ფეისბუქში" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სასტუმროს მშენებლობა 2012 წელს, პრაქტიკულად, დამთავრებული იყო.

 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლების "დამსახურება" მხოლოდ ისაა, რომ 28 თვე დასჭირდა იმის გახსნას, რაც ერთ თვეში უნდა გახსნილიყო. მიხეილ სააკაშვილი წერს:

 

"ივანიშვილის პრემიერმა გააკეთა განცხადება ბორჯომში RIXOS-ის გახსნაზე. ეს ის RIXOS-ია რომელიც ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში მოვინახულე, ჩემი ინიციატივით აშენდა და უკვე პრაქტიკულად დამთავრებული იყო. ივანიშვილის მთავრობის დამსახურება კი მხოლოდ ისაა რომ რაც 1 თვეში უნდა გახსნილიყო იმას 28 თვე დასჭირდა. ამიტომ RIXOS ამათ კი არ ააშენეს, არამედ შეაჩერეს და ინვესტორს დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, სანამ გახსნიდა.

 

რაც შეეხება ტექნოლოგიურს, სანამ ამერიკელების მიერ დაფინანსების შანსი გაჩნდებოდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა უკვე მქონდა და რამდენიმე წლის წინ სწორედ ივანიშვილს მივმართე ამ უნივერსიტეტის შექმნის დაფინანსების თხოვნით რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა.

 

შემდეგ გამოჩნდა ამერიკული მილენიუმის კორპორაციის ფული, ჩვენს ბიუჯეტსაც გაუჩნდა შესაძლებლობები და 205 მეტრი სიმაღლის შენობა თავისი კამპუსით ავაშენეთ და კონსორციუმი შევქმენით. უკვე გამზადებული პროექტი ივანიშვილმა მოხურა და ახლა იძახის რომ მომავალში უკეთესს ააშენებს. მისი საქმეები სახეზეა და საზოგადოებამ იცის მისი დაპირებების ფასი".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !