
ერთი წლის წინ კახა კალაძემ "რუსთავი-2"-ის "კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება" დაანაონსა, მაგრამ კიწმარიშვილის თთვითმკვლელობის ვერსიისადმი გაჩენილმა უნდობლობამ ტელეკომპანიის წართმევის საქმე გადაავადა, ახლა კი, როცა "რუსთავი-2" კონცერტებს ატარებს, მათზე კი უამრავი ხალხი მიდის, ივანიშვილს ნერვები ეშლება და სცენაზე გამოდის ქიბარ ხალვაში, საქმის მთავარი მოწმე კი მოკლულია.
ამ ვერსიის დასადასტურებლად "ტაბულის" დამფუძნებელსა და დირექტორს თამარ ჩერგოლეიშვილს მოჰყავს "თეორემის" ერთერთი გადაცემა, სადაც ეროსი კიწმარიშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგია განხილული.
აუცილებლად ნახეთ მიბმული ვიდეო მათ, ვისაც მიმდინარე ამბები გაინტერესებთ.
რუსეთის ინტერესების დამცველ, აწ უკვე პოლიტიკოსთან (ირმა ინაშვილთან, - რედ.) ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში შემთხვევით იყო რუსთავი ორის მეპატრონე, და რომ მან (ბიძინამ) ყველაფერი იცის ამის შესახებ.
ეს ინტერვიუ შეკვეთილი მკვლელობის შედეგად მოკლულმა ეროსი კიწმარიშვილმა ბრიფინგზე განიხილა.
ქიბარ ხალვაში კიწმარიშვილის ბრიფინგის მთავარი თემა იყო - ის ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებითვე ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს და ბიძინა ივანიშვილს თხოვდნენ ეროსის რუსთავიდან ჩამოშორებას.
ეროსი ღიად ემუქრებოდა ბიძინა ივანიშვილს და ამბობდა, რომ მან და ბიძინა ივანიშვილმა ისეთი რამ იციან, რომლის გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს.
ანუ თუ ეროსის, დვალს და აქიმიძეს რუსთავი ორი უკანონოდ წაართვა "შემთხვევითმა ხალვაშმა" - ამ უკანონობას ივანიშვილის გარეშე არ ჩაუვლია.
2013 წლის აგვისტოში ეროსი იმასაც ამბობდა, რომ მის გარეშე საქმეს სასამართლო ვერ დაასრულებდა, ვერც ქიბარის, ვერც დვალის და აქიმიძის სასარგებლოდ.
ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, მოკლეს იმ ფონზე, როდესაც ვიცე პრემიერი კალაძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, “რუსთავი ორის“ კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებით იმუქრებოდა.
ეროსის მკვლელობის შემდეგ ატეხილმა პანიკამ და თვითმკვლელობის ვერსიისადმი საზოგადოების უნდობლობამ, რუსთავი ორის წართმევის გადაწყვეტილების მიღება გადაავადა.
გავიდა წელიწადზე მეტი - ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, კვლავ "თვითმკვლელობაა" და გაუხსნელია.
ამ დროს რუსთვი ორი ატარებს კონცერტებს, ივანიშვილს ნერვები ეშლება და სცენაზე გამოდის ქიბარ ხალვაში.
მთავარი მოწმე მოკლულია.
ჰოდა ახლა ვისაც გჯერათ, რომ ივანიშვილს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს, სანტა კლაუსს დაელოდეთ - მოვა...", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.