
თაკო სალაყაიას დედა ნატა ჯინჭველაძე "ფეისბუქში" წერს, რომ ვანო მერაბიშვილის საყვედური გაითვალისწინა და ციხეში ინახულა.
"ამასწინათ ტელეფონზე ველაპარაკე.... მისაყვედურა, რატომ არ მოდიხარ ჩემთან პაემანზეო:))))) შევპირდი რომ მივიდოდი..... დღეს ვნახე.....
ვილაპარაკეთ..... კარგადაა, მხნედ. კარგად გამოიყურება. ხოდა რა მინდოდა მეთქვა: მგონი პირველი სიდედრი ვარ სიძის მოსანახულებლად ციხეში პაემანზე რომ მივიდა შვილთან და შვილიშვილთან ერთად...", - წერს ნატა ჯინჭველაძე.