ლარის გადარჩენის მიზნით ხათუნა ლაგაზიძე საყოველთაო დაზღვევაზე უარს ამბობს

Image

ლარის გადარჩენის მიზნით პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე უარს ამბობს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე, რომელიც, მისი თქმით, ტვირთად აწევს ბიუჯეტს და მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი ამის საშუალებას აძლევს, მოუწოდებს, მას მიბაძონ.

 

"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?!

 

სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ 13 ივნისი არაა. საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები და ხარჯები და უპირველესად, ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, განურჩევლად შემოსავლისა, ჯანმრთელობის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტს აკისრებს.

 

იმ პირობებში, როცა საგარეო ფაქტორები ლარის გაუფასურებას შეუქცევადს ხდის, ხელისუფლებას სჭირდება ბერკეტები იმისათვის, რომ ლარის კურსზე ზემოქმედი შიდა ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი -ბიუჯეტზე აკიდებული უზარმაზარი სოციალური ვალდებულებების შემცირებაა. ეს არა მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებაა.

 

მატერიალური თვალსაზრისით ლარის შემდგომმა გაუფასურებამ საზოგადოებისთვის 13 ივნისზე მძიმე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ჩვენი სამოქალაქო და სოციალური სოლიდარობა ახლა არანაკლებ საჭიროა.

 

ამიტომ, ყველამ, ვისაც შემოსავლები საშუალებას გვაძლევს, რომ ტვირთად არ დავაწვეთ სახელმწიფო ბიუჯეტს, უარი ვთქვათ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაფინანსებაზე; ზამთარობით - დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე.

 

ხელისუფლებამ კი უნდა დაადგინოს მოქალაქის შემოსავლების ის ზღვარი, რომლის ზემოთაც ადამიანს უნდა ეკრძალებოდეს იცხოვროს სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე.

 

სანამ ხელისუფლებას მოსთხოვ, გააკეთე ის, რაც შენ შეგიძლია. ეს ჩვენი სოციალური და სამოქალაქო ვალია!

 

მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე; დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?!

 

მარტივად და უბრალოდ: შემოგვიერთდით და გააზიარეთ. ეს ჩვენი საზოგადოების დიაგნოზიც იქნება", - წერს ხათუნა ლაგაზიძე "ფეისბუქში".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !