-
2015-07-20 02:44
ინტერნეტმომხმარებლებმა და „ფეისბუქზე“ აქტიურმა იუზერებმა დღეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ე.წ. „უწმაწური აქციის“ მონაწილეთა დაკავების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარად გამოხატეს.
აქტიური ინტერნეტმომხმარებლები ახალი ფრაზებითა და უკვე არსებულის ინტერპრეტაციით გაერთნენ, ერთერთმა კი ასეც დაიჩივლა: „ეჰ, რა სიტყვა დავკარგეთ...“.
მაშ ასე: ფრაზები და რამდენიმე ინტერპრეტაცია, რაც დღევანდელი აქციის მონაწილეთა დაკავების შემდეგ გაჩნდა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის ერთერთი მონაწილის დაკავების შემდეგ, რომელსაც მაისურზე ეწერა „პანორამა არა, *ლე“, აქციის სხვა მონაწილეებმა ეს ფრაზა ცენზურის გარეშე ქაღალდზე დაწერეს და ხელში დაიკავეს, რის შემდეგაც ისინიც დააკავეს. სულ ივანიშვილის რეზიდენციასთან დღეს ათი ადამიანი დააკავეს.
„ამ ჩემ პანორამას“;
„რა ჩემ პანორამად მინდა?“;
„პანორამქალა, პანორამკაცა, გამოპანორამებული“;
„სულ გამოვპანორამდი“;
„პანორამათა ჯოგი, პანორამათა ბელადი“;
„სულ პანორამა უნდა ურტყა თავში“;
„აბა, მამიკო, სკამზე დადექი და სტუმრებს პანორამა ანახე“;
„ათას პანორამაზე გადამხტარი“;
„სად ერეკლეს ხმალი და სად ჩემი პანორამა“;
„პანორამაზე ბანტი“;
„პანორამა არ მოგვაჭამონ“;
„ვისი პანორამა ვისაშია“;
„ბოდიში და, პანორამა...“
„პანორამის წელვას შეეშვით“;
„რა გოჭის პანორამასავით გაწითლებულხარ?“;
„დოდო პანორამა“; „პანორამის გიჟები“;
"პანორამას რომ დაგუგლავ, @ლე ამოვარდება და პირიქით";
"- როგორ ხარ?
- რავი პანორამულად";
"რა პანორამას ვეცე"; "დიდი "პანორამაზე მკიდია" ტიპია"; "პანორამის ჭკუაზე დადის"; "პანორამაზე გაუშვა";
"პატარძალს დიდი პანორამით აშინებდნენო"; "დანივრული პანორამა";
"ჰოროსკოპით პანორამაა".
„რამდენი იცინა
რამდენი იავადმყოფა
რამდენი იწვალა
რამდენი ილოცა
რამდენი მოინანია
რამდენი სანთელი დაანთო
და მაინც რა... პანორამაა“.
"ნეტგაზეთის" ფოტო
