
ინტერნეტსივრცეში დიდი განხილვა და ვერსიების გაჟღერება მოჰყვა დილით ორი ფეისბუქმომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ისტორიას, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი და მოხუცი ქალი ფიგურირებდნენ.
შეგახსენებთ, გამოქვეყნებული ისტორიისა და ფოტოს მიხედვით, გალაკტიონის ხიდთან წაქცეული მოხუცი ქალი იქვე ჩავლილი მანქანიდან გადმომხტარმა პრეზიდენტმა წამოაყენა, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსი გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და მოხუცი შინ გაუშვა.
ამ ფაქტის მიმართ ინტერნეტმომხმარებლები არაერთგვაროვან დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს დადგმულ სცენარად მიიჩნია.
იუმორისტულად შეხედა საკითხს მილოშ დრაგოვიჩის ნიკით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა, რომელმაც აღწერა, რას მოიმოქმედებდა მარგველაშვილის ადგილას სააკაშვილი:
„მიშა გადმოხტებოდა, წამოაყენებდა, გამოაჯანმრთელებდა, ანაკლიაში წაიყვანდა (ვერტმფრენით), იქიდან ფეხით ან ცურვით ბათუმში. ბათუმში აჭარულებს შეჭამდნენ(ის ქალი ნახევარს, მიშა სამოცდახუთს და დაეჩენილ ნახევარს). მერე ახალი გზით ჩაიყვანდა თბილისში-ველისოპედით, სახლს გადაუღებავდა და ისევ შემთხვევის ადგილზე დასვამდა, ტაქსს გამოუძახებდა და გადაღებილ სახლში დააბრუნებდა“.