-
2015-08-07 01:35
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღსრულების ბიურომ "რუსთავი2"-ის ქონების ნაწილი - ავტომობილები დააყადაღა, "ფეისბუქზე" "რუსთავი2"-ის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში გამოთქვამენ ინიციატივას, საკუთარი მსუბუქი მანქანები კომპანიას გადაუფორმონ ან თავად მოემსახურონ, როგორც მძღოლები.
ცოტა ხნის წინ შექმნილ "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერთა ჯგუფში" უკვე 7 ათასზე მეტი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონენიც არიან. ჯგუფში მიმდინარეობს მსჯელობა სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერი აქციის მოწყობის შესახებაც.