"სად იყავი დღეს, ქართულო კინო?" - ნანა მჭედლიძის დაკრძალვამ კინოელიტის გარეშე ჩაიარა

Image

ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი წერს, რომ ქართველი რეჟისორის ნანა მჭედლიძის დაკრძალვამ ქართული კინოსა და ინტელიგენციის წარმომადგენლების, ასევე ხელისუფალთა გარეშე ჩაიარა. ჟურნალისტი ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულ მსახიობებსა და გარდაცვლილი რეჟისორის კოლეგებს აკრიტიკებს.

"ხონის მიწას მიაბარეს დიდი ქართველი ხელოვანი,საქართველოს სახალხო არტისტი, "პირველი მერცხლისა" და "იმერული ესკიზების" დამდგმელი რეჟისორი ნანა მჭედლიძე. 

სიკვდილშიაც როგორი გენიალური აღმოჩნდა, როგორი მოკრძალებული და უპრეტენზიო! იწვა ხონის წმინდა გიორგის ტაძრის შუაგულში ეს პატარა დიდი ქალი და არც ჭირისუფალთა, არც გვირგვინთა სიმრავლით მოუჭრია თვალი ვინმესთვის, არც პატივგების განსაკუთრებული ფორმით.

 

მის დაკრძალვაზე რომ ხალხი იყო (ძირითადად- ხონის ინტელიგენცია,ხელმძღვანელობა, ახალგაზრდობა, თითო-ორორა სტუმარი), ზოგჯერ იმაზე გაცილებით მეტიც კი მინახავს რომელიმე პატარა სოფელში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალზე. ეს არ ჰგავდა მრავალმხრივ დამსახურებული ადამიანის გაცილებას უკანასკნელ გზაზე! 

 

გაოცებული ვარ - არც ერთი "კინოვარსკვლავი", კულტურის სფეროს არც ერთი ცნობილი სახე არ გამოჩენილა, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტარებს, მინისტრებს რომ თავი დავანებოთ! რესპუბლიკური არხებისათვის მომუშავე ქუთაისელმა ჟურნალისტებმა პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის მეტი ვერავინ მოძებნეს, რომ ჩაეწერათ, მხოლოდ ეს ადამიანი იყო ყველაზე ცნობილი სახე დღეს. და კიდევ - იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

 

ნანა მჭედლიძე რომ ჭეშმარიტად სახალხო მოღვაწე იყო, დღესაც გამოჩნდა. ხალხი გამოეთხოვა უდიდესი გულწრფელობით, ხალხმა გააცილა უკანასკნელ გზაზე, ხალხი იხსენებდა დღეს მისი ფილმებიდან ეპიზოდებს...

 

და სად იყავი დღეს, ქართულო კინო? სად იყავით, ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულო მსახიობებო? სად იყავით, რეჟისორის კოლეგებო?"

 

ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის ფოტო

 

 

KINO.jpg

 

KINO1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !