ნათია ფანჯიკიძე: თუ გაიგოთ, რომ მოვკვდი, ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები...

Image

ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში" წერს, რომ ვიღაც მის პროფილში შეღწევას ცდილობდა, თუმცა, ეს არ უკვირს იმასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდება. ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ "ორი კაცი უკვე სასიკვდილოდ გაიმეტეს", არჩევნებამდე კი კიდევ უფრო უარესს ელოდება.

 

"ცუკერბერგი მატყობინებს, რომ ჩემს ფბ-ში 6 საათის წინ სხვა ხალხი დასეირნობდა. შემაცვლევინა პაროლი. არაფერი მიკვირს, რამდენიმე თვის წინ ფბ-ს ვინ ჩივის, სახლში დამხვდა უცხო პირი შიგნიდან ჩაკეტილი და ფბ-ში აქამდეც ვიცოდი, რომ დაძვრებოდნენ.

 

უბრალოდ მინდა ჩემს მეგობრებს გთხოვოთ, თუ სადმე არაადეკვატური, არაჩემებური რამე შეგვხდეთ, იცოდეთ რა დღეში ვარ. ასევე, თუ სადმე ყალბ პროფილს გადაეყაროთ, არ დაიზაროთ და მომწერეთ.

 

როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს. როცა ადამიანის ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს გეგმავ, მასთან ერთად იგულისხმება, რომ ანადგურებ ბევრ სხვა მის ახლობელს.

 

ცოტა ხანში რომ გაიგოთ, რომ დავუშვათ მე მოვკვდი ალერგიით, ან ასთმის შეტევით, წინასწარ ვაცხადებ, არცერთი არ მაწუხებს და საერთოდაც, ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები, არანაირად არ მცალია ახლა ამისთვის.

 

არაუშავს, არ იფიქროთ, რომ სამყარო ბოროტია, სამყარო თქვენ ხართ ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო. სიბნელე და ადამიანის განადგურებისთვის მზადმყოფი დიდი და პატარა ბოროტები ერთი შეხედვით ჩანან საშიშები, სინამდვილეში არაფრის ძალა არა აქვთ სიკეთის და ადამიანობის წინაშე.

 

მიყვარხართ, ბედნიერი ვარ, რომ სინათლის მატარებლები ხართ და მეც ვიცი რისთვის დავიბადე, მეც ჩემი პაწაწინა შუქუკათი ერთ-ორს მაინც რომ გავუნათო ბუღდაჯანებიანი სიბნელე.

 

აუცილებლად დადგება მშვიდი და კეთილი ყოფა ამ ქვეყანაში...."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !