
დავით კოვზირიძე, ვისი პოსტებიც "ფეისბუქზე" საკმაოდ პოპულარულია, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კრებითად და სარკასტულად აფასებს და რიტორიკულ კითხვას სვამს:
"ტაქსისტებმა არ იციან რუსთაველის გამზირი, მსახიობები არ თამაშობენ გარყვნილებს, ჟურნალისტებს თხა და გიგო არ აქვთ წაკითხული, სასულიერო პირები აკურთხებენ აიფონებს და იქსპიატებს, პარლამენტარებს იბიარდი ბორდელი გონიათ, ბორდელში მინეტს არ აკეთებენ, ფეხბურთელები ექსტაზებს ყლაპავენ, ქვეყნის მმართველი ხეებს დაათრევს აქეთ-იქით, პოლიცია წელიწადში 35 ათას ადამიანს აფსმევინებს და რა გინდა რო ქნა?.."
შეგახსენებთ, რომ დავით კოვზირიძის მიერ სტატუსში დასახელებული ფაქტების უმრავლესობა რეალურ მონაცემებს ემყარება. მაგალითად, თბილისში, "Iphone+"-ის მაღაზიაში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ნაკურთხი ტელეფონები გაიყიდება. სასულიერო პირმა მაღაზია და ტელეფონები აკურთხა, ხოლო მენეჯერის თქმით, მოხარულია, რომ ეს ნოვაცია სწორედ ამ მაღაზიაში დამკვიდრდა.