
ბიზნესმენი მანანა ტრანკლე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და პირველი ქართული ჯინის შექმნის ისტორიას ჰყვება. როგორც ირკვევა, ჯინმა, რომელსაც "შხივანა" დაერქვა, უცხოელი და ქართველი სომელიეების აღტაცება გამოიწვია.
"რენო სირაძემ დაპატიჟა რაჭაში იოჰენი და ტყეში სეირნობისას შემთხვევით აღმოაჩინეს ღვიის რაჭული სახეობა, რომლისგანაც კეთდება ჯინი. დაკრიფეს კიდეც და ცოტა ვიწვალეთ, თუ ბევრი, ჩამოვასხით პირველი ქართული ჯინი საქართველოში.
მეტიჩრობაში ნუ ჩამითვლით და საოცრად კარგი გამოვიდა. გუშინ "რედისონში" გვქონდა შეხვედრა. მენეჯერემა ჯერ ჩევნი ჯინი ჩამოასხა ჭიქებში, მერე ერთერთი ფრანგული ჯინი სხვა ჭიქებში, დაუძახა ბარის სასტავს და გაასინჯა, რომელი ჯობიაო. ერთხმად, ყველამ რაჭული ჯინი აირჩია. მერე უთხრეს, რაც იყო. გავასინჯეთ ამერიკელ სომელიესაც (ალკოჰოლური სასმელის პროფესიონალი დეგუსტატორი, შემფასებელი - რედ.). ისიც აღფრთოვანდა.
ორ დღეში იმდენი შეგვიკვეთეს, რაჭაში მოგვიწევს სირბილით ასვლა და ღვიის დაკრეფა.
რენოს თხოვნით, ჯინს შხივანა დავარქვით, იმ სოფლის საპატივცემლოდ, სადაც ღვია იპოვეს..." - წერს მანანა ტრანკლე.