2013 წელს აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა პოპულარული რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი „შავ სიაში“ შეიყვანა“ და მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე სპორტის სასახლესთან მომხდარი ინციდენტის გამო, როცა "მაესტროს" ჟურნალისტს გადაადგილების უფლება უკანონოდ აღუკვეთეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
თბილისში გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორთა ცნობით, კონცერტზე დასასწრები ბილეთების 95% გაიყიდა. სპორტის სასახლეში კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
"მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრეგორი ლეპსის დაცვამ "მაესტროს" ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროდიუსერმა უარი თქვა ჟურნალისტის გამოშვებამდე მანამ, სანამ არ მოვიდოდა ის, ვინც მას პუტინის შესახებ კითხვის დასმა დაავალა.
"რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს, დღეს ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძის" სახელობის სტადიონზე, უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართული მატჩის დასრულებისთანავე, თავს დაესხნენ.
ე.წ. სირცხვილის კორიდორში გავლა მოუწიათ იმ პირებს, რომლებსაც რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტზე დასწრება სურდათ. კორიდორი მოქალაქეებმა მოაწყვეს, რომლებიც კრემლის ფავორიტი მომღერლის თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.
კიდევ ერთი ბაზრობა იწვის - ამჯერად ხანძარი ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, მოვაჭრეები საქონლის გადარჩენას ცდილობენ.
რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა დაიწყო „მატროსსკაია ტიშინაში“ მომხდარი სისხლიანი გარჩევების შესწავლა, რომელშიც ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი დოჩიაც ფიგურირებს.
მოსკოვში მდებარე, რუსეთში ერთერთ უმთავრეს სასულიერო სასწავლებლად მიჩნეული მოსკოვის სასულეირო აკადემიის სტუდენტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. სკანდალმა პრესაშიც გაჟონა და მის შესახებ „ალტერნატივნაია გაზეტა“ წერს.
მიმდინარე წლის მიწურულს, როცა სრულიად საქართველო და მსოფლიო აქტიურად იწყებს საახალწლო სამზადისსა და ფუსფუსს, ზოდიაქოს სამი კონკრეტული ნიშნისთვის ერთობ საინტერესო პერიოდი დგება, რომლის შესახებაც აუცილებელია, მაქსიმალურად იყოთ ინფორმირებული.