"რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფს ვინმე "ცანცუა" დაესხა თავს

Image

"რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს, დღეს ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძის" სახელობის სტადიონზე, უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართული მატჩის დასრულებისთანავე, თავს დაესხნენ.

 

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის "მარჯვენა ხელი", ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" არაოფიციალური ხელმძღვანელი, ნუგზარ ცინცაძე, იგივე "ცანცუა" იყო. 

 

ლადო მენაბდე, "რუსთავი 2" კორესპონდენტი, იხსენებს თავდასხმის დეტალებს და ამბობს, რომ თავდამსხმელები მას აგრესიულად მიმართავდნენ და ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. “რუსთავი 2“-ის კორესპონდენტის თქმით, გინებასთან ერთად მათ ემუქრებოდნენ, რომ მეორედ აღარ ჩასულიყვნენ ლანჩხუთში და იაღოველებს და სექტანტებს უწოდებდნენ. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ადგილზე 20-მდე პოლიციელი იყო, რომელსაც სიტუაციის გასანეიტრალებლად არაფერი გაუკეთებია. ვლადიმერ მენაბდე ოპერატორთან ერთად ლანჩხუთის გურიისა და ბოლნისის სიონის თამაშს იღებდა. 

 

"მატჩის დასრულების შემდეგ, ვინაიდან მატჩისშემდგომი ინტერვიუები მოასპარეზე კლუბების მწვრთნელების მიერ, სპეციალურ საპრესკონფერენციო დარბაზში არ იმართება, ჩვენ, საფეხბურთო მოედანის ბოლოს, გასახდელში შესასვლელის წინ ვწეთ ხოლმე ორთავე გუნდის მთავარ მწვრთნელებს, პირველი ლადო ბურდული ჩავწერეთ (ბოლნისის "სიონი"), შემდეგ, თემურ ლორია (ლანჩხუთის "გურია") და გამოსასვლელისაკენ დავიძარით.

"როცა ამ ადამიანმა "რუსთავი 2" და ჩემი გვარი ახსენა, მივხვდი რაშიც იყო საქმე. დაბნეული ვუყურებდი და ვუსმენდი და ვერაფერი გავიგე რას მერჩოდა. იძახდა რომ მე და "რუსთავი2"-ს "დედა გვე..ბა". თუ ასე არაა ამას ის თავად გააკეთებს. რომ გამანადგურებს პირადად, რომ ვართ "იეღოველები" და "ათასი ჯურის სექტანტები", "ვამზადებთ ხალხს სისხლისღვრისათვის", "ვებრძვით ქვეყანას", და სულ გვაგინებდა, "დედას", "დედის სულს" (იცის რომ დედა გარდაცვლილი მყავს), მემუქრებოდა, რომ თუ კიდევ ერთხელ გავბედავდი და ლანჩხუთში ჩამოვიდოდით მე ან რომელიმე ამ კომპანიის წარმომადგენელი "ყელს გამოგვჭრიდა".

 

მიუგზავნა რამდენიმე პირი ოპერატორს და იმასაც ემუქრებოდნენ, რომ მას არ "გაებედა და ეს ყოველივე არ გადაეღო". შესაძლოა ამ ყოველივესათვის ყურადღება არ მიმექცია, რომ არა მისი ახლო დამოკიდებულება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან. უშუალოდ ბატონი ზაზა იმყოფებოდა სტადიონზე და თავად აძლევდა დირექტივას ცინცაძეს, როგორ მოქცეულიყო და ყველაზე ხშირად რა ეგინებინა ჩემთვის.

 

ძალიან ვწუხვარ და ასევე არ მესმის, მერამდენედ ვაშუქებ უკვე მატჩს ლანჩხუთიდან და ასეთი არაფერი მომხდარა. ასევე ვწუხვარ იმის გამოც, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი პოლიციელი იყო და ... არანაირი რეაგირება. აქედან გამომდინარე ლანჩხუთის პოლიციისათვის მიმართვას აზრი არა აქვს და თუ ქალბატონი ნინო გიორგობიანი დაინტერესდება, რა გახდა ამ პოლიციელთა პასიურობის მიზეზი, კარგი იქნება.

 

მაშინ როდესაც იმავე მატჩის მსვლელობისას, იმავე პოლიციელებმა ადამიანი სტადიონიდან მსაჯის გინების გამო გააძევეს, რაც კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ის გინება იყო, ეს კი.. პატივცემული მოკვლით გვემუქრებოდა. თანაც ეს ცინცაძე "ქართული ოცნების" ფაქტიური ლიდერია ლანჩხუთში."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !