-
2014-12-07 21:18
ე.წ. სირცხვილის კორიდორში გავლა მოუწიათ იმ პირებს, რომლებსაც რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტზე დასწრება სურდათ. კორიდორი მოქალაქეებმა მოაწყვეს, რომლებიც კრემლის ფავორიტი მომღერლის თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.
„არა ოკუპანტის კონცერტს“, „ნუ გაყიდი საქართველოს“, - ამ შინაარსის ტრაფარეტებით აქციის მონაწილეები კონცერტზე მისულებს დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ ლეპსი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გულშემატრკივარია და თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც რუსულ ჟურნალს მისცა, ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43