
გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე სპორტის სასახლესთან მომხდარი ინციდენტის გამო, როცა "მაესტროს" ჟურნალისტს გადაადგილების უფლება უკანონოდ აღუკვეთეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთა გულისხმობს და 4 წლამდე პატრიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ნინი მეტრეველს გრიგორი ლეპსის დაცვის წევრებმა და პროდიუსერმა თავისუფლება აღუკვეთეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
მისგან გადაღებული ინტერვიუს წაშლას ითხოვდნენ და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ. ჟურნალისტი და ოპერატორი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადგილზე მივიდა "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი. მან ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.