
2013 წელს აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა პოპულარული რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი „შავ სიაში“ შეიყვანა“ და მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ქართული წარმომავლობის (მომღერლის ნამდვილი გვარი ლეფსვერიძეა) რუსული შოუბიზნესის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელი ეჭვმიტანილია ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში, კერძოდ შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეპსი კავშირშია საერაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებასთან „საძმოს წრე“ (Brothers’ Circle), რომლის ლიდერი რუსი კრიმინალური ავტორიტეტი და „კანონიერი ქურდი“ ვლადისლავ ლეონტიევია.
მოგვიანებით, მოსკოვში გამართული პრესკონფერენციის დროს, ლეპსმა თავადაც დაადასტურა, რომ იცნობს ვლადისლავ ლეონტიევს: "ერთი 30 წელია, მას ვიცნობ. არც კი მახსოვს, როდის გავიცანი. ნორმალური, მოწესრიგებული ადამიანია, არ ვიცი, რას ედავებიან, მას არა აქვს შეუსაბამობა არც ევროპის ქვეყნების, არც აშშ-ის კანონებთან", - თქვა გრიგორი ლეპსმა. ამავე დროს, მომღერალმა გაოცება გამოთქვა იმის გამო, რომ დასკვნები მასთან გადაღებული ფოტოების მიხედვით გამოაქვთ: "მე უამრავ ადამიანთან ვიღებ ფოტოს, უამრავი ადამიანი ესწარფვის ჩემთან მეგობრობას, ყველაზე ვერ გავარკვევ, ვინ რას საქმიანობს, ეს შეუძლებელია. რას აკეთებენ, ეს მათი საქმეა, მე მანდ ვერ ჩავძვრები".
აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეპსი სისტემატიურად ასრულებდა ე.წ. ფინანსური კურიერის ფუნქციას და ლეონტიევისთვის აშშ-ში ჩაქონდა დიდი როდენობით თანხა.
აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა მომღერლის პრესატაშე და აღნიშნულ ბრალდებას „ბოდვა“ უწოდა.
რუსული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ლეპსი პირველი არაა, ვინც შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის „ შავ სიაშია“ შეყვანილი, კიდევ ერთ „მეგა ვარსკვლავს“ იოსებ კობზონს, დაახლოებით იგივე ბრალდებით, უკვე 13 წელია აკრძალული აქვს აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა.
ამ დანაშაულებრივი ჯგუფის სავარაუდო წევრებს შორის სახელდებიან ისეთი "ავტორიტეტები", როგორებიც არიან მაქსიმ შეიბი, ვასილ ხრისტოფოროვი, თემურ მირზოევი, კობა სემაზაშვილი, ლაშა და კახა შუშანაშვილები და შაქრო კალაშოვი.