ეპისკოპოსი, მეტსახელად "მაშენკა" - გეი-სკანდალი რუსეთის მთავარ სასულიერო სასწავლებელში

Image

მოსკოვში მდებარე, რუსეთში ერთერთ უმთავრეს სასულიერო სასწავლებლად მიჩნეული მოსკოვის სასულეირო აკადემიის სტუდენტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. სკანდალმა პრესაშიც გაჟონა და მის შესახებ „ალტერნატივნაია გაზეტა“ წერს.

 

საინტერესოა, რომ თავად რუსეთის პატრიარქ კირილის მიმართ სტუდენტები დადებითად არიან განწყობილნი: მას მადლობას უხდიან აკადემიის დახმარებისთვის და საერთო საცხოვრებლის მოწყობისთვის, მაგრამ სასულიერო აკადემიის რექტორს არქიეპისკოპოს ევგენის, რომელიც, ამავდროულად, რუსეთის ეკლესიის საგანმანათლებლო კომიტეტს ხელმძღვანელობს და რუსეთის ყველა საეკლესიო უმაღლეს სასწავლებლებს კურირებს, მრავალ ცოდვაში ამხელენ.

 

„არქიეპისკოპოსი მხოლოდ ძვირადღირებულ კურორტებში სიარულითაა დაკავებული, მთელი ოცი წლის განმავლობაში, რაც რექტორია“, - წერენ სტუდენტები, - „ამისთვის ის ფულს მოხუცების იმ ბინების გაყიდვით შოულობნს, რომლებსაც მარტოხელები მოსკოვის სასულიერო აკადემიას უანდერძებენ ხოლმე. არადა, ამ მოხუცებთან მათ გარდაცვალებამდე სასულიერო აკადემიის სტუდენტები დადიან და მათთვის საკვები მიაქვთ, ასევე, ბინას ულაგებენ.

 

ამასთან, სტუდენტების თქმით, აკადემიის კედლკებში გამეფებულ გარყვნილებას რექტორი არათუ ხელს არ უშლის, არამედ ხელს უწყობს კიდეც თავისი უმოქმედობით, ხოლო იქ, სტუდენტების თქმით, ძალიან ცუდი ამბები ხდება.

 

„სწავლული ბერ-მონაზვნები“ რეგულარულად აწყობენ ღრეობას 50-ე აკადემიურ კორპუსში, იქ კი, ძირითადად, აკადემიის ახალ სტუდენტებს იწვევენ, რომლებსაც მერე სექსუალური სიახლოვისკენ უბიძგებენ და არცთუ უშედეგოდ, რადგან გეი-კავშირები აკადემიაში ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (აშიმოვი), რომელსაც სტუდენტებმა „მაშენკა“ შეარქვეს.

 

როცა ის ჩვეულებრივი მონაზონი იყო, სტუდენტებთან სექსუალურ სიახლოვეში გახლდათ შემჩნეული. რექტორმა მისი ეს ცოდვები შესანიშნავად უწყოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, კარგი დახასიათება გაეცა, როცა აშიმოვის ხედასხმის საკითხი წყდებოდა და საბოლოოდ, მას ხელი დაასხეს ამურის ეპარქიის ეპისკოპოსად“, - აცხადებენ აკადემიის სტუდენტები და მას უფრო დიდ ბრალდებას უყენებენ:

 

„ამურის ეპარქიაში აშიმოვი მარტო არ გამგზავრებულა. მან აცდუნა სემინარიის სტუდენტი, რომელიც იმ პერიოდში გოგოსთან მეგობრობდა, დააშორა მას და დაარწმუნა, წაჰყოლოდა ამურსკის კომსომოლსკზე“.

 

წერილში იღუმენ ანდრიასაც ამხელენ და წერენ, რომ ის არაერთხელ გამოიჭირეს გეი-პორნოს ყურების დროს საკუთარ კელიაში, რის შესახებაც რექტორსაც აცნობეს, მაგრამ მას ზომები არ მიუღია, ხოლო კიდევ ერთი იღუმენ გერასიმეს, სრულიად მოურიდებლად მიჰყავდა აკადემიაში ქალების ფორმაში გამოწყობილი ტრანსსექსუალები, - ამბობენ სტუდენტები. მათი თქმით, რადგან რექტორი ამ პირებს მფარველობს და მათ წინააღმდეგ არ მოქმედებს, არის საფუძველი ეჭვისთვის, რომ ის ტვითონაა გეების ლობისტი აკადემიაში.

 

სტუდენტები აკადემიიდან პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის განდევნასაც იხსენებენ და წერენ, რომ ის ამ ცოდვის მოწინააღმდეგე იყო, რის გამოც რექტორმა აკადემიიდან გააგდო. სტუდენტები ხაზს უსვამენ, რომ არქიეპისკოპოსი ევგენი დიდი ხანია, მეგობრობს მოსკოვში კარგად ცნობილ ჰომოსექსუალ იღუმენ პეტრესთან (ერემიევი), რომელიც მან სტავროპოლიდან მოსკოვში გადმოიყვანა და პრორექტორადაც დანიშნა, ხოლო მას შემდეგ, რაც პეტრეს სექსუალური დაინტერესება სტუდენტებით არაერთხელ გამოვლინდა, ის ხაბაროვსკში ახლადგახსნილ სემინარიაში პირველ პრორექტორად მიავლინა.

 

იქაურმა რექტორმა ვერ აიტანა მისი გარყვნილება და უკანვე გამოუშვა, რის შემდეგაც არქიეპისკოპოსმა ევგენიმ მისი პროტეჟე მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებელი უნივერსიტეტის რექტორად დანიშნა.

 

სტუდენტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ამ დრომდე არანაირი ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობისგან.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !