-
2015-06-14 07:12
ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. წითელი ეკლესიის მიმდებარედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ლომი შენიშნა დასამაშველო სამსახურს ამის შესახებ შეატყობინა. ამასთან, დაახლოებით 30 წუთის წინ თბილისის ერთერთ უბანში სპეცრაზმელებმა ერთი ვეფხვი, ხოლო თსუ-ს პირველ კორპუსთან აფთარი მოკლეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის უბნებში ამ დროისთვის, შესაძლოა, 30-ზე მეტი მტაცებელი გადაადგილდება, მათ შორის ვეფხვები, ლომები და მგლები არიან. რამდენიმე ცხოველის დაძინება სპეციალური საშუალებებით მოხერხდა, სპეცრაზმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით ლომი და ვეფხვი დაახლოებით ერთი საათის წინაც მოკლეს.