საზოგადოება “მოქალაქე” თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
“ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს . საზოგადოება “მოქალაქე” სწავლობს არსებულ მდგომარეობას , მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში”.