
ვერეს ხეობაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარია აღმოჩენილი. მისი ოჯახის წევრები გასული დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ მის პოვნას.
ვერეს კალაპოტმა საგრძნობლად დაიწია და გამოჩნდა ავტომობილები, რომელიც ხეობაშია გადაჩეხილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურები. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
გეოლოგებმა ვერეს ხეობის ქანების შესწავლა დაიწყეს. დაკარგულების სტატისტიკა იცვლება. ამ დროისთვის დაახლოებით 20 ადამიანი ითვლება დაკარგულად. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, წინასწარი ზარალი დედაქალაქში 40 მილიონ ლარს აღემატება.