-
2015-06-15 10:20
საქართველოში გლოვის დღეა. ღამის 12 საათიდან სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე, გადაიდო გასართობი ხასიათის ღონისძიებები, ამასთან, დღევანდელი დღე ოფიციალურად გამოცხადდა უქმე დღედ.
გლოვის დღის გამოცხადება 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, როცა წყნეთში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა და ვერეს ხეობა წალეკა. დღეისთვის არსებული მონაცემებით, 12 ადამიანი დაიღუპა, 20 ამ დრომდე ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად და მაშველები ეძებენ, 260-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
გადაუღებელი წვიმა თბილისში 5 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მდინარე ვერემ რამდენიმე სახლი წაიღო და მზიურ-ქალაქი, ზოოპარკი და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ამას გარდა, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც.
"აფხაზეთის ხმა" უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.