
შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გოგი თათხუაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისესთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე ინფორმციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ზაალ ლატარია, რომელიც საქართველოში ოჯახის მოსნახულებლად დაბრუნდა, სუს-მა დააკავა.
"SOS !
ჯარისკაცობიდან შინაგან ჯარელი, ჩემთან და ჩემს შვილებთან ნაომარი, შალვას მეგობარი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ყველა ომის მონაწილე, დღეს-დღეობით იბრძოდა იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება-უკრაინაში.
ერთი კვირის უკან მშობლების მოსანახულებლად ზუგდიდში ჩასული ზაალ ლატარია დაიბარეს ზუგდიდის უშიშროებაში. სადაც უთხრეს, რომ სასწრაფოდ დაეტოვებია ქვეყანა. დღეს კი სამარშრუტო ტაქსით თბილისში ჩასულ ზაალს, პოლიციელები დახვდნენ სადგურში და დააკავეს. როგორც მითხრეს, ის ამჟამად ბრალდების წაუყენებლად, უადვოკატოდ იმყოფება ,,მოდულის’’ შენობაში." - წერს გოგი თათუხაშვილი.