
პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძემ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი შეიძინა და ამ ფორმით გამოუცხადა სოლიდარობა მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს.
როგორც თავად მუხრან ბურჭულაძემ განაცხადა, მისი ეს ქმედება მთავრობის მიმართ პროტესტია. შეგახსენებთ, საქართველოში 2016 წლიდან იკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია.