პროკურატურა ალეკო ელისშვილის საარჩევნო დოკუმენტაციით დაინტერესდა

Image

"ქართული გაზეთის" წყაროს ცნობით, 22 დეკემბერს ცესკოში მთავარი პროკურატურიდან შევიდა წერილი ალეკო ელისაშვილის წინასაარჩევნო დოკუმენტაციის გამოთხოვნის მიზნით. რის დადგენას ცდილობს პროკურატურა, ან რატომ გაჩნდა ელისაშვილის საარჩევნო დოკუმენტაციაზე ინტერესი სწორედ ახლა - უცნობია.

 

ალეკო ელისაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს, მაგრამ ჩვენთან საუბარში მან დაადასტურა, რომ ასევე წერილობით უკვე მიმართა ცესკოს პროკურატურის კითხვებთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მას მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სულხანიშვილი ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა, მაგრამ ამის შემდეგ არც სატელეფონო ზარებს და არც წერილობით შეტყობინებებს არ პასუხობს.

 

ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი დანგაძემ ჩვენთან საუბარში ასეთი კომენტარი გააკეთა: „ცესკოდან რამდენჯერმე გათხოვილ იქნა ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე ცესკო არ ფლობს მეტ ინფორმაციას, ვერც გასცემს რაიმე სახის ინფორმაციას გამოძიების საქმის მასალებთან დაკავშირებით.

 

თუ გამოძიება და კონკრეტული საქმე ეხება რომელიმე პირს, მას აქვს უფლება საგამოძიებო ორგანოში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ არსებულ საქმის მასალებს.“ ამავე დროს, N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის ტავჯდომარე აკაკი ხუსკივაძე ადასტურებს, რომ ცესკოს მოთხოვნით მან ელისაშვილის საბუთები მართლაც გადააგზავნა ცენტრალურ ოფისში:

 

„მე დაზუსტებით არ ვიცი პროკურატურამ მოითხოვა თუ არა ელისაშვილის საბუთები. აღნიშნული ამბავი კულუარულად ვრცელდება. თუმცა დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ელისაშვილზე ცესკომ ინფორმაცია გამოითხოვა საბურთალოს ოლქიდან.

 

თუმცა რაში ჭირდებათ ელისაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის განკარგულებები ჩემთვის არავის აუხსნია. განკარგულებები რეგისტრაციის შესახებ ისედაც შესაძლებელია, მოიძიონ თუმცა ამ ეტაპზე ამ დოკუმენტების გამოთხოვა ვის რაში დაჭირდა, ეჭვებს ბადებს“.

 

"ქართული გაზეთი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !