-
2017-04-04 12:29
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს მეორე ოპერაცია "ნიუ ჰოსპიტალში", გვიან ღამით დასრულდა. თვალის შემდეგ ექიმებმა ქირურგიული ჩარევა საჭიროდ ქვედა ყბაზე ჩათვალეს.
მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების თქმით, ხვედელიძეს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის და თვალბუდის მოტეხილობის დიაგნოზი დაესვა. მას ჩაუტარდა ოპერაცია სახის ძვლების რეპოზიცია ფიქსაცია ტიტანის ფირფიტებით და მემბრანის გამოყენებით. გარდა ამისა აუცილებელი გახდა ოფთალმოლოგის მიერ თვალზე ოპერაციის ჩატარებაც.