
ივანიშვილის 20 მილიონი ლარი 1.500-მდე ხელოვანს, მეცნიერსა და სპორტსმენს
- 2014-03-11 15:48
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გრანტის სახით გამოეყოფა თანხა, რომლითაც სამინისტრო 2014 წელს განახორციელებს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას.