
"ქართული ოცნების" ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერი ბექა ფუტკარაია მიკროავტობუსის მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს და პოლიციაში დაკითხეს. ამის შესახებ ცნობას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ოზურგეთის პოლიციამ ფუტკარაიას დაკავების ფაქტი დაადასტურა. შემთხვევა ოზურგეთში გუშინ მოხდა.
"გურიის მოამბის" ცნობით, 9 მარტს ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ორი მიკროავტობუსი, მას შემდეგ გაიტაცეს, როცა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალმა მძღოლებმა, მაღაზიაში სავაჭროდ შეიარეს.