-
2014-03-11 15:48
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გრანტის სახით გამოეყოფა თანხა, რომლითაც სამინისტრო 2014 წელს განახორციელებს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას.
შეთანხმების თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუდან" მიმდინარე წელს, ხელოვნების მუშაკთა ყოველთვიური ფინანსური დახმარების მიზნით, 8 მილიონ 206 ათას 908 ლარს გამოყოფს და უწყების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 996 ბენეფიციარზე გადანაწილდება.
2014 წელს 9 მილიონ ლარამდე გრანტით დაეხმარება ფონდი "ქართუ" სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამინისტროს. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია აცხადებს, უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ბენეფიციარებთან, რომლებიც აღნიშნული საგრანტო თანხიდან ყოველთვიურ "ჰონორარს" მიიღებენ.
ლოდიას თქმით, ხელშერულება 200-ზე მეტ კერო პირთან უკვე გაფორმებულია. ფონდი "ქართუსგან" ფინანსურ დახმარებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2 მილიონ 770 ათას 894 ლარის სახით მიიღებს. ასევე, ამ უწყებაში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიც („გურია ნიუსის“ მიხედვით).