ლევან რატიანი - რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული

Image

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 9 პაციენტიდან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. როგორც რატიანმა კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი მდგომარეობა თანმხლები პათოლოგიების გამო დამძიმდა.

 

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული. აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია თანმხლები სომატური პათოლოგიებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი პაციენტებიდან 53-ს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფიცირებლის შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია. ამ პაციენტებთანაც მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს ასევე სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით პერიოდის გასვლას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოს მიხედვით, გადამოწმდება, გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე ინფორმაციით რამდენიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გაეწერება კლინიკიდან.

„ვიდრე სრულად არ მოხდება ყველა პაციენტის გამოჯანმრთელება პროტოკოლის დაცვით, მანამდე კლინიკას არცერთი პაციენტი არ დატოვებს. ამ 15 პაციენტს არ უტარდება არანაირი მკურნალობა, რადგან ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, ჩატარებული კვლევებით არავისთან არ დასტურდება არანაირი პათოლოგია. უბრალოდ რამდენიმე პაციენტის PCR ტესტმა, რომელიც მიჩნეულია ოქროს სტანდარტად, აჩვენა სუსტად დადებითი, გადამოწმდება რამდენიმე დღეში და იმედია, ისინი დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !