თინა ბოკუჩავა - ბადრი ქათამაძე, რომელმაც სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, რეციდივისტი და სუს-ის აგენტია - მას ხელისუფლება მფარველობს

Image

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბადრი ქათამაძე რომელმაც გუშინ, მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, სუს-ის აგენტია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სრული ხელშეუხებლობით სარგებლობს. ბოკუჩავას ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძემ წინა წლებშიც არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რომელთა ნაწილიც დღესაც გამოუძიებელია.

 

„ბადრი ქათამაძე, რომელმაც გუშინ ხანძარი გააჩინა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში, არის რეციდივისტი, მაგრამ ის ასევე არის სუს-ის აგენტი. სწორედ ამიტომ ის სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან მფარველობით და სრული ხელშეუხებლობით. მან 2018 წელს რკინის საგნით ფიზიკური ზიანი მიაყენა ზაურ აბაშვილს, რის გამოც ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, 2019 წელს ის თავს დაესხა შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე. მაშინ პოლიციამ ის მხოლოდ განარიდა ადგილს. შემდეგ, 2020 წელს ის თავს დაესხმა, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას, როდესაც ის პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული მოხდა სასამართლოს ეზოში და არსებობს უამრავი მოწმე, პოლიციამ ასევე განარიდა ადგილიდან და როგორი ცინიკურიც არ უნდა იყოს, სასამართლოს ეზოში მომხდარ დანაშაულზე არ დაწყებულა გამოძიება, საამართლომდეც კი არ მისულა ეს საქმე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !