კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მადლობას უხდის

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

>>>

ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში შაბათს, დღის ბოლოს კორონავირუსის 16 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,რაც ქვეყნის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელია 17 მარტის შემდეგ.

>>>

BBC აღდგომის დღესასწაულის საქართველოში აღნიშვნას ეხმაურება

მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები თავიანთ კალენდარში ყველაზე მიშვნელოვან დღესასწაულს შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ზეიმობენ, - ამის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზეა გამახვილებული.

>>>

დღეს აღდგომაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.

>>>

გიორგი გახარია - დარჩით სახლში და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, ქრისტე აღდგა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური მილოცვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

>>>

ილია მეორე - უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია

უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ “მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული”.

>>>

პატრიარქი - ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის

ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეში აღნიშნული , არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, რადგან “ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში”.

>>>

ილია მეორე - ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი, ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა, გამარჯვება მიიღწევა

ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !