
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1339-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 580-ს შეადგენს, ხოლო საავადმყოფოებში ამ დროისთვის მკურნალობას 737 ადამიანი გადის.