-
2020-04-22 11:48
თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.
„დევნილთა საცხოვრებელ შენობაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ პირს, COVID19 ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში, კორპუსის მაცხოვრებლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები თვითიზოლაციიდან უკვე მოიხსნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.