რომან გოცირიძე უმრავლესობას - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ

Image

არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს ამ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

 

რომან გოცირიძის თქმით, მთავრობას დღეს საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების კენჭისყრამდე უნდა წარმოედგინა საგანგებო ბიუჯეტი და ეკონომიკური ხედვა. მისივე თქმით, „პარასკევს იქნება ფილოსოფიური მოსაზრებები 3 მილიარდის შესახებ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს“ და შეიძლება სამი მილიარდი შემოვიდეს საქართველოში, ოღონდ ამას ორი წელი დასჭირდეს.

„უნდა შეგახსენოთ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ ჩვენ თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა და როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ჩვენ ამ რეჟიმს. თქვენ საკმარისი ხმა გაქვთ და საგანგებო მდგომარეობა დღეს პარლამენტში ჩვენს გარეშეც იქნება დამტკიცებული, მაგრამ ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მას სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა ექნებოდა. თქვენ ეს არ მოინდომეთ. რატომ წარადგენთ ეკონომიკურ გეგმას პარასკევს და არა დღეს, რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს. ჩვენ ვერ გავიგეთ რას აპირებდა მთავრობა. კიდევ უფრო დიდი ეჭვები გაჩნდა როდესაც გუშინ მთავრობის პოზიცია მოვისმინეთ, თურმე ბიუჯეტის წარმოდგენასაც კი არ აპირებთ. არათუ გეგმასაც კი არ აპირებთ, იქნება პროექტი, რაღაც იდეების მონახაზი. ეს იდეები ჩვენ მოვისმინეთ და სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი პროპაგანდისტული იყო. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის განცხადებაა, რომ 1.5 მილიარდი შემოვა უცხოური დახმარების სახით წლის ბოლომდე, საქართველოს დაეხმარებიან უცხოეთში ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების დამსახურება და მათი მარიფათით ბევრი მივიღეთ“,-განაცხადა გოცირიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !