-
2020-04-22 11:41
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მათთან საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვები არ მოხსნილა.
კითხვაზე, კახეთის მსგავსად, საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მოსახლეობას მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება მიეცემა თუ არა, არჩილ ჯაფარიძე პასუხობს, რომ აღნიშნულის მსურველები მათ ინდივიდუალურად უკავშირდებიან.
„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შეზღუდვები არ მოხსნილა, საჭიროებისამებრ გვიკავშირდებიან მსხვილი ფერმერები და ინდივიდუალურად ეძლევათ გადაადგილების საშუალება. კახეთში სხვა მოცემულობაა, რაჭაში მაგალითად, აბსოლუტურად - სხვა. აქ შორ მანძილზე არ უწევთ გადაადგილება, აქ მოსახლეობას თავიანთი ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები ახლოს აქვთ. ჩვენთან საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარების პრობლემა არავის არ ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით შეღავათები არ დაგვიწესებია, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ