27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება

Image

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.

 

„27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ ღონისძიების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, იმ დაწესებულებებს და იმ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ამ შემთხვევაში ყველა ეს მიმართულება ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, მაგალითად ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !