-
2020-04-24 15:04
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის საკმაოდ ფუნდამენტური კვლევით, კორონავირუსის დაახლოებით სამი ტიპი გამოიყო: A, B, C , - ამის შესახებ მან, ფარმაცევტულ კომპანია Servier Georgia-ს Facebook გვერდზე ლაივ ჩართვის დროს განაცხადა.
„აღმოჩნდა რომ ტიპი A - გახლავთ რომელიც ყველაზე ახლოს დგას ძირითად ეპიდემიის მამასთან, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღამურაში აღმოჩენილ კორონავირუსებთან, და დაფიქსირდა ჩინეთში, თუმცა ყველაზე უცნაური, რისი ახსნაც მეცნიერული მიდგომით ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ეს ტიპი A წარმოიშვა ჩინეთში, თუმცა მას არ მოუცვია მთელი ჩინეთი, შესაბამისად ჩინეთში ჭარბობდა ტიპი B, რომელიც საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. ჩინეთში წარმოებული ტიპი A იმპორტირებული იქნა აშშ-ში და ავსტრალიაში. აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჩინეთშიც და ევროპაშიც გავრცელდა უფრო ბოროტი და მომაკვდინებელი ტიპი B, რომელიც მოგეხსენებათ რას აკეთებს. კიდევ ერთი მუტაცია, რომელიც ტიპი B-დან წარმოიშვა გავრცელდა სინგაპურის გავლით მხოლოდ და მხოლოდ იტალიაში და ამით აიხსნება იტალიაში და შემდგომ ესპანეთში სიკვდილიანობის ის ძალიან მაღალო მაჩვენებელი. ეს კვლევა გასაღების მომცემი გახლავთ და შესაბამისად მიუთითებს იმაზე, რომ როგორც იქნა ნელ-ნელა, კორონავირუსის რაღაც ხასიათის ნიშნებს კაცობრიობა იჭერს“, - აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.