გიორგი გახარია - დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით - ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

Image

ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

„შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებსა და პირობებს, რომლებსაც ექიმები გვიწესებენ. შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადასვლას. ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს - ეპიდემიოლოგიურად შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით. ამიტომ, ორი კვირა ქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით გვექნება. ეტაპიდან ეტაპზე ყველა გადასვლა იქნება პროფესიონალებთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ, რომ გარკვეული საქმინობებზე შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ეპიდემიამდე ხდებოდა.

„ეს არის აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები, სხვა რეალობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების წინაშეა, რომ ვიზრუნოთ მათ ჯანმრთეობაზე, არამედ საერთოდ სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობაა, რამეთუ მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის ერთ-ერთი გამომწვევი რისკი არის მისი მარტივი გადაცემა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !