
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაღუპულა.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, საიდანაც ის ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, ხოლო მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჩინეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 82 875 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 4 633 ადამიანი გარდაიცვალა.