-
2020-05-02 12:24
გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 945 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 161 703-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 94 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 6 575-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება დაიწყო. უახლოეს დღეებში ქვეყანაში სამლოცველო დაწესებულებები, მუზეუმები, ბაღები, ზოოპარკები და სათამაშო მოედნები გაიხსნება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14